თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. 64 წლის შემდეგ ტანსაცმლის ყიდვაზე მამაკაცები იმდენივე დროს ხარჯავენ, რამდენსაც ახალგაზრდობაში – 25–34 წლისები, ასეთია კომპანია ipm–ის კვლევის შედეგები.
როგორც გამოირკვა, საქართველოში ტანსაცმლის ყიდვაზე ქალები ყოველდღიურად ხარჯავენ 16 წუთს, ხოლო მამაკაცები – 10 წუთს. მამაკაცები 64 წლის შემდეგ ტანსაცმლის ყიდვაზე სამი წუთით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ქალები. ამასთან, 45 წლამდე ქალები სამოსის ყიდვაზე ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე მამაკაცები.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანი ტანსაცმლის ყიდვაზე წლის განმავლობაში საშუალოდ ხუთ დღეს ხარჯავს. ამასთან, ქალებს ამისთვის წელიწადში შვიდი დღე სჭირდებათ, ხოლო მამაკაცებს – სამი.
ექსპერტებმა მონაცემების დათვლის შედეგად დაასკვნეს, რომ 64 წლის მამაკაცი სიცოცხლის განმავლობაში ტანსაცმლის ყიდვაზე ხარჯავს 245 დღეს, რაც 2006 წელს ჩატარებული კვლევის შედეებზე 40 დღით მეტია. წინა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მაშინ ქალები შოპინგზე საშუალოდ ოთხ დღეს ხარჯავდნენ წელიწადში, ხოლო მამაკაცები – სამს.
Ipm–ის ექსპერტებმა მთელი საქართველოს მასშტაბით 500 რესპონდენტი გამოკითხეს.
კომპანია IPM 1995 წელს შეიქმნა. ის სპეციალურ, მარკეტინგულ და პოლიტიკურ კვლევებს აწარმოებს.