იურიდიული დახმარება ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliრიყის პარკი თბილისობაზე
რიყის პარკი თბილისობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებმაც მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის მზადყოფნა გამოთქვეს, გაიზრდება

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. რიგმა ქართულმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს ქსელი ქვეყნის მცხოვრებლების სამართლებრივი დახმარებისთვის, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სამართლებრივი დახმარება სჭირდება, შეუძლია ეწვიოს ვებ–გვერდს free.mylaw.ge, მოძებნოს შესაფერისი ორგანიზაცია, მიმართოს მას და მიიღოს კვალიფიციური იურიდიული დახმარება სატელეფონო კონსულტაციიდან დაწყებული, სასამართლოში უფასო ადვოკატით დასრულებული. ამჟამად ქსელი 11 ორგანიზაციას აერთიანებს, თუმცა მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

„ქსელის მთავარი მიზანია ის, რომ უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. ამ მიზანს ემსახურება პორტალიც. იქ თავმოყრილია ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ ნებისმიერს. ამ პორტალის საშუალებით ადამიანს შეუძლია მოძებნოს ის ორგანიზაცია, რომელიც ტერიტორიულად აწყობს, ან ორგანიზაცია, რომელიც იმ საკითხებზე მუშაობს, რომელზეც ამ ადამიანს სამართლებრივი დახმარება ესაჭიროება და მიმართოს მას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
რას გააკეთებს პირველ რიგში საქართველოს ახალი სახალხო დამცველი

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებსაც იურიდიული კონსულტაცია ესაჭიროებათ, მაგრამ ადვოკატისთვის თანხის გადახდის საშუალება არა აქვთ.

„ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია. ჩვენ ყოველდღე ვუწევთ სამართლებრივ დახმარებას მოქალაქეებს და ასეთი მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე არ მცირდება. შესაბამისად, სამართლებრივი დახმარების აუცილებლობა კვლავ დიდია, და ამ პორტალისა და ქსელის შექმნის მიზანი იყო ის, რომ ყველა იმ ორგანიზაციის ძალისხმევა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, გაერთიანებულიყო“, – დასძინა ქურდოვანიძემ.

მისი თქმით, პროექტზე მუშაობა დაახლოებით ერთი წელიწადი გაგრძელდა. ორგანიზაციებს ფინანსურად ევროკავშირი და გაერო დაეხმარა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0