თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის სამი ფაქტი გამოავლინეს და ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ დევნილ პირს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით საკუთრებაში გადასცემდნენ დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
მეორე შემთხვევაში ბრალდებულები დაზარალებულებს არწმუნებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადასაცემი საცხოვრებელი ბინის ურიგოდ მიღებაში.
ბრალდებულებმა დევნილებისგან, ჯამში, 14 100 აშშ დოლარი მიითვისეს
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ("დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობა"), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.