თაღლითებმა გაუმართავი მანქანებით 60 000 ლარი იშოვეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიBMW X6
BMW X6 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა BMW X5 მარკის ხუთი გაუმართავი მანქანა შეიძინეს და ეს მანქანები სესხის აღების მიზნით უზრუნველყოფის სახით წარმოადგინეს

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიების მტკიცებით, რომ 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის პერიოდში, ბრალდებულებმა შეიძინეს BMW X5 მარკის 5 გაუმართავი ავტომანქანა, რამდენიმე შემთხვევაში მათ მხოლოდ ავტომანქანის ძარის შეძენა მოახდინეს. 

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
თაღლითობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით: დაკავებულია ორი პირი

ამის შემდგომ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფით სესხის აღების მიზნით, ფინანსურ ორგანიზაციას მიმართა.

მეორე ბრალდებულმა, ამავე ფინანსური ორგანიზაციის ექსპერტ-შემფასებელმა, ავტომანქანების დათვალიერების შემდეგ გასცა არასწორი დასკვნა მასზედ, რომ მანქანები გამართულ მდგომარეობაშია. ამგვარად, თაღლითებმა 60 000 ლარზე მეტი თანხა მიითვისეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 180-ე მუხლით „დიდი ოდენობით თაღლითობა", რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0