პერმს და ბათუმს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo : Sergo Edisherashvili / FBშავი ზღვის და ბათუმის ხედი
შავი ზღვის და ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეისი ბათუმი-პერმი-ბატუმი ზაფხულში კვირაში ორჯერ შესრულდება

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ავიაკომპანია ЮВТ-Аэро პერმიდან რეისებს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

შესაბამისი ნებართვა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ უკვე გასცა.

თათრეთის ავიაგადამზიდავი კომპანია რეისებს 2018 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კვირაში ორჯერ შეასრულებს.

რიგა - Sputnik საქართველო
Wizz Air ახალი - ქუთაისი-რიგის მიმართულებით იწყებს ფრენას

ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი შავი ზღვის სანაპიროზე მოდის. ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს ბათუმი წარმოადგენს.

იანვრიდან სექტემბრამდე აჭარას 1,2 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4%-ით მეტია.

ვიზიტორთა რაოდენობით თურქეთი ლიდერობს — ცხრა თვის განმავლობაში აჭარას ამ ქვეყნის 711,6 ათასი მოქალაქე ესტუმრა. ლიდერთა ხუთეულში ასევე შედიან აზერბაიჯანის (137,3 ათასი), რუსეთის (94,5 ათასი), ირანის (64,3 ათასი) და ისრაელის მოქალაქეები (40,1 ათასი).

თანდათან იზრდება ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბათუმის მიამრთულებით ავიარეოსებს ასრულებენ. 2017 წელს ბათუმის მიმართულებით საზაფხულო ტურისტულ სეზონზე რეისებს რვა ახალი ავიაკომპანია ახორციელებდა. სულ ზაფხულის სეზონზე ბათუმის მიმართულებით რეისებს 23 ავიაკომპანიის თვითმფრინავი ასრულებდა.


ყველა ახალი ამბავი
0