თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: სსკ-ის 236-ე („ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა — შენახვა") და 117-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება").
ამ დროისთვის მომხდარ ფაქტზე დამატებითი ინფორმაციები არ ვრცელდება. ინციდენტი დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა.