თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მეტროსადგურ „ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
როგორც „Sputnik საქართველოს" თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დამნაშავე სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.