უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

© AP Photo / Evgeniy Maloletkaმიხეილ სააკაშვილი კიევში
მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის გამომძიებლები უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკითხვას აპირებენ

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრების ხელშეწყობის საქმეზე გენერალურ  პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული, იუწყება РИА Новости უწყებაზე დაყრდნობით.

სააკაშვილს უკრაინაში დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა ედება ბრალად. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან ხელისუფლების დამხობის მიზნით ფინანსდებოდა. სააკაშვილმა ამ ბრალდებებს სიცრუე უწოდა.

იური ლუცენკო - Sputnik საქართველო
ზეწოლა სააკაშვილის საქმის გამო: უკრაინის გენპროკურორი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

„სააკაშვილი  მიხეილ ნიკოლოზის ძევ… 2017 წლის 18 დეკემბერს 09:30 საათზე  სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილის სახით დაბარებული ხართ დაკითხვაზე უკრაინის გენერალურ პროკურატურაში“, — ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

5 დეკემბერს სააკაშვილი დააკავეს, თუმცა მაშინ მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება შეძლეს, შემდეგ კი კიევის ცენტრში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ჩაატარეს. მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა კარვების ქალაქს მიაკითხეს, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. მისმა მომხრეებმა იქაც შეძლეს მათი მოგერიება. სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავება მხოლოდ პარასკევს გვიან ღამით შეძლეს. ის საგამოძიებო იზოლატორშია მოათავსეს. პოლიტიკოსმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

სასამართლო თავისუფლების წინასწარი აღკვეთის შესახებ სამი დღის შემდეგ გაიმართა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა შინაპატიმრობის თაობაზე არ დააკმაყოფილა და ექს-პრეზიდენტი გაათავისუფლა.


ყველა ახალი ამბავი
0