ზეწოლა სააკაშვილის საქმის გამო: უკრაინის გენპროკურორი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიიური ლუცენკო
იური ლუცენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იური ლუცენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილთან მრავალწლიანი თბილი ურთიერთობები აკავშირებს, უპირველესად საკუთარ სახელმწიფოს დაიცავს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ზეწოლას განიცდის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ვფიქრობ, რომ ახლა საქმეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიზაციის გამო შლიან.  ბოლო კვირაში კოლოსალურ ზეწოლას განვიცდი, რათა თვალი დავხუჭო იმაზე, რის უფლებასაც აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი, — რედ.) სააკაშვილი აძლევს თავს“, — ციტირებს ლუცენკოს მისი პრესმდივანი ლარისა სარგანი „ფეისბუქზე“.

გენერალური პროკურორის თქმით, სამართალდამცველებს საკმაო მტკიცებულებები აქვთ სააკაშვილის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში კიევში - Sputnik საქართველო
კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა

„ასე რომ არ იყოს, სააკაშვილი გამუდმებით პანიკურად კი არ გაექცეოდა დაკითხვებს, არამედ პირიქით, მშვიდად ივლიდა მათზე“, — ირწმუნება ლუცენკო.

მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთა. შესაბამისად, როგორც ლუცენკო ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორთან მრავალწლიანი თბილი ურთიერთობები აკავშირებს, „დაიცავს საკუთარ სახელმწიფოს, ვინაიდან მათ, ვისაც უკრაინა უყვართ, უფლება არ აქვთ, აიღონ [იანუკოვიჩის] ფული ხელისუფლებაში მოსასვლელად“.

ყველა ახალი ამბავი
0