თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთვი 2“ (Rustavi 2).
პეჩორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ოვაციები და ტაში მოყვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიისთვის შეფასებებს ამ წუთებში აკეთებს.
5 დეკემბერს სააკაშვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობისა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა მაშინ მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება შეძლეს.
მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა კარვების ქალაქს მიაკითხეს, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. მისმა მომხრეებმა იქაც შეძლეს მათი მოგერიება. სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავება მხოლოდ პარასკევს გვიან ღამით შეძლეს. ის საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს. პოლიტიკოსმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მისი შინაპატიმრობის მოთხოვნით მიმართა.