საქართველოსა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი თურქეთში გაიმართება

© Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი და აზერბაიჯანელი ფეხბურთელები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ და აქტივში ორ-ორი გამარჯვება აქვთ.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები ფეხბურთში პირველ ამხანაგურ მატჩს 2018 წელს აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ეროვნულმა ფედერაციებმა პრინციპულ შეთანხმებას მიღწიეს — მატჩი გაიმართება 2 თებერვალს თურქეთის ანტალიაში, სადაც საქართველოს ეროვნულ გუნდს ვარჯიშები ექნება.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

ამჟამად საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 104-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანის — 117-ეზე.

ქართველი და აზერბაიჯანელი ფეხბურთელები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ. ყველა შეხვედრა ამხანაგური იყო. ორივე გუნდს აქტივში ორ-ორი გამარჯვება აქვს, კიდევ ორი თამაში ფრედ დამთავრდა. ბურთების სხვაობით საქართველოა წინ — 8:6.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებები უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ კალათაში არიან განთესილი.

უეფას ერთა ლიგის კენჭისყრა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება, ხოლო ტურნირი ამავე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0