თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და 104-ე ადგილზე გადაინაცვლა.
პოზიციების გაუმჯობესება ნოემბერში ჩატარებულმა ამხანაგური მატჩების შედეგებმა განაპირობა: 11 ნოემბერს საქართველომ კვიპროსი დაამარცხა 1:0, ხოლო სამი დღის შემდეგ ბელარუსთან ფრე ანგარიშით დაასრულა მატჩი — 2:2.
საქართველოს აქტივშია 322 ქულა და ამ მაჩვენებლით ის ზიმბაბვესა და ინდოეთს შორის განთავსდა.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერთა სამეულს, ის უცვლელი დარჩა — გერმანია, ბრაზილია და პორტუგალია.
ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული:
1. გერმანია
2. ბრაზილია
3. პორტუგალია
4. არგენტინა
5. ბელგია
6. ესპანეთი
7. პოლონეთი
8. შვეიცარია
9. საფრანგეთი
10. ჩილე