მეტროს მატარებლები პიკის საათებში 2,5 წუთში ერთხელ იმოძრავებენ

გამოწერა
მატარებლებს შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთს შეადგენს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. მომავალი წლიდან მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის არსებული ინტერვალი შემცირდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„მომავალ წელს, პიკის საათებში მეტროში მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წუთამდე შემცირდება“, — განაცხადა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ.

მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთს შეადგენს.

კობახიძის თქმით, მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალის შემცირება პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის უკეთ მომსახურების მიზნით იგეგმება, რაც ვაგონების ახალი შემადგენლობის შემოყვანით, ასევე ვაგონების შემადგენლობის მოდერნიზება-კაპიტალური შეკეთებით მოხდება. 

თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე მეტროში - Sputnik საქართველო
კალაძე მეტროსა და ავტობუსში: თბილისის ახალარჩეული მერი ხალხში გავიდა

აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტში 14 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მატარებლების ახალი შემადგენლობის შემოყვანაზე ტენდერი გამოცხადდება. 

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ასევე, იგეგმება 10 მეტროსადგურისთვის სარემონტო სამუშოების ჩატარება, რისთვისაც 10 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. 

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ. 2000 წლიდან, რაც თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური გაიხსნა, მისი ხაზების საერთო სიგრძე 26,3 კილომეტრია. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული.

თბილისის მეტროპოლიტენი სამხრეთ კავკასიაში სიდიდით მეორეა (პირველი — ბაქოს, მესამე — ერევნის).

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0