სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით საქართველოში უფრო მაღალი ხელფასებია

© photo: Sputnik / Stringerგოგონა TBC ბანკის ბანკომატთან
გოგონა TBC ბანკის ბანკომატთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალიტებმა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მცხოვრებთა საშუალო ხელფასი დაადგინეს

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მცხოვრებთა საშუალო ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში, ამას უკრაინული ანალიტიკური ცენტრ Texty.org.ua-ს მასალები მოწმობს.

სპეციალისტებმა მცხოვრებთა საშუალო ხელფასი გადასახადების გადახდის შემდეგ შეისწავლეს და ევროპული ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს. სულ რეიტინგში ევროპის 24 სახელმწიფო შევიდა.

სხვადასხვა ნომინალის ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ჩინოვნიკების ხელფასი და დანამატები ახალი კანონით განისაზღვრება

საქართველო რეიტინგის მე-20 სტრიქონზეა — აქ საშუალო ხელფასი 293 ევროს შეადგენს. შემდეგ მოდიან საქართველოს უახლოესი მეზობლები — სომხეთში „ხელზე“ საშუალოდ 251 ევროს იღებენ, აზერბაიჯანში — 232 ევროს.

თურქეთი, რომლის მოქალაქეები საშუალოდ 528 ევროს იღებენ, მე-12 ადგილს იკავებს, რუსეთმა 474 ევროს ტოლი საშუალო ხელფასით მე-14 ადგილი დაიკავა.

ყველაზე დაბალ ხელფასს ევროპაში უკრაინელები იღებენ — 190 ევროს თვეში. ბოლოდან მეორე ადგილი მოლდოვას უჭირავს (216 ევრო). უღარიბესი ქვეყნების ათეულში ასევე შევიდა ბელარუსი, ყაზახეთი, ალბანეთი, მაკედონია და სერბეთი.

ამ კუთხით ყველაზე მდიდარ ქვეყნებად აღიარებულია შვეიცარია — 4421 ევრო, ასევე ნორვეგია და ისლანდია, სადაც ხელფასი 3400 ევროს აღემატება.

გარდა ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცხრილში არ შევიდა ჯუჯა-სახელმწიფოები — ლიხტენშტეინი და მონაკო, სადაც ადამიანები თვეში საშუალოდ 5000 ევროს იღებენ.


ყველა ახალი ამბავი
0