ჩინოვნიკების ხელფასი და დანამატები ახალი კანონით განისაზღვრება

© photo: Sputnik / Stringerსხვადასხვა ნომინალის ლარის კუპიურები
სხვადასხვა ნომინალის ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეების ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს ცვლილებათა პაკეტის განხილვა, რომლებიც საჯარო დაწესებულებების მოხელეთა შრომის ანაზღაურების, დანამატებისა და პრემიების საკითხებს არეგულირებს.

ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩინოვნიკები დიდ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს დაუმსახურებლად იღებენ.

„კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები", — ნათქვამია კანონპროექტთან დაკავშირებულ განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ უწყებაში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

პროექტის ავტორია საქართველოს მთავრობა. მათი ინიციატივით, ცვლილებები 13 კანონში შევა. გარდა ამისა, შემუშავდა ახალი კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ", რომლის თანახმად სახელფასო დანამატი გაიცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის.

დანამატი იქნება დამოკიდებულია მოხელის კლასზე და ის თანამდებობრივი სარგოს 1%-15%-ს შეადგენს. საქართველოში მოხელეთა სულ 12 კლასი არსებობს.

რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ის გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

რაც შეეხება ჩინოვნიკების ხელფასს, ახალი კანონპროექტის თანახმად, ის ორი კომპონენტისგან შედგება — ძირითადი განაკვეთისა და კოეფიციენტისგან, რომელიც მოხელის კლასსა და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული.

კანონპროექტთა პაკეტი ძალაში შევა პარლამენტში სამი მოსმენით მიღების შემდეგ, გარდა ფულადი ჯილდოების შესახებ ნაწილისა, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0