„სეტყვაზე გამარჯვებულებმა“ ანგარიში წარადგინეს

© FB / STC Deltaსეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი სდ-26
სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი სდ-26 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობამ სეტყვასაშიშ ზონებში ეკონომიკური მდგომარეობა 25 600 000 ლარით გაზარდა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში კახეთში განხორციელებულ სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების შემაჯამებელ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

კახეთის რეგიონში სეტყვასაშიშ სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოხსენებას მოუსმინეს სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებმა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
კახეთში უამინდობისგან მიყენებული ზარალი შეიძლება უფრო მასშტაბური ყოფილიყო

წლიური ანგარიშით, სისტემამ 274 სეტყვასაშიში ზონა 3790 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დაამუშავა, რის შედეგადაც ეკონომიკური ეფექტიანობა 25 600 000 ლარით გაიზარდა, სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების ეფექტიანობა კი 96,3%-ს შეადგენს.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც „დელტამ“ 2013 წელს საქართველოს მთავრობის დაკვეთით დაიწყო. სისტემის ელექტრონული და მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში „დელტას“ საწარმოებშია დამზადებული. სისტემის შემადგენლობაში შედის თბილისში არსებული მართვის ცენტრი, სიღნაღთან ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი  და კახეთის მასშტაბით სტაციონარული სარაკეტო გამშვები 83 ერთეული.


ყველა ახალი ამბავი
0