საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

© Georgian Basketball Federationსაქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი პაატა გურასპაული
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი პაატა გურასპაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მეორე კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე მოხსნა

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში ფედერაციის 34 დელეგატიდან მონაწილეობა 27-მა მიიღო. გურასპაულმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა — 80% მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო
ზუროსმა გააგრძელა კონტრაქტი საქართველოს კალათბურთის ნაკრებთან

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მეორე პრეტენდენტმა, შიო ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე მოხსნა.

„მადლობას გადავუხდი ფედერაციას გაწეული სამსახურისთვის და გაკეთებული პროექტებისთვის. საკალათბურთო სამყაროსთან ერთად ვიქნები და თქვენთან ერთავად განვახორციელებ მნიშვნელოვან პროექტებს. კალათბურთი უნდა გახდეს მასობრივი და ხელი შევუწყოთ ბავშვთა კალათბურთის განვითარებას. ამასთან, აუცილებელია ქალთა კალათბურთის აღორძინებაც“, — განაცხადა გურასპაულმა.

გურასპაული ოთხი წლის ვადით აირჩიეს, ის საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0