გორში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დედა-შვილი ბინაში გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - პირდაპირი ეთერი

მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა  გახდა.

აღნიშნული ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0