თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში, გორგილაძისა და ჯინჭარაძის ქუჩების კვეთაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების ხმა გაისმა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
აფეთქების მიზეზად ერთ–ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
თვითმხილველების განცხადებით, ჩამსხვრეულია საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების მინები, შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტი 40 წუთის წინ მოხდა.