„გერმანული რომანტიზმი“ თბილისში: მუსიკა საქართველოს და გერმანიას აერთიანებს

© Sputnik / Levan AvlabreliТбилисская государственная консерватория
Тбилисская государственная консерватория - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანისა და მენდელსონის ნაწარმოებები ქართველი პიანისტისა და გერმანელი ჩელისტის შესრულებით აჟღერდება

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 12 დეკემბერს გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი „გერმანული რომანტიზმი“, იუწყება საქართველოში გერმანიის საელჩოს პრესსამსახური.

ქართველი პიანისტი ანანო გოკიელი და გერმანელი ჩელისტი კონსტანტინ ჰაიდრიხი ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანისა და მენდელსონის რჩეულ ნაწარმოებებს შეასრულებენ. კლასიკური მუსიკის კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ტურისტები ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში უცხოელებისთვის სპექტაკლებს უჩვენებენ

კონსტანტინ ჰაიდრიხმა სახელი გაითქვა, როგორც Fauré კვარტეტის ჩელისტმა. მას მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ ორკესტრთან ერთად აქვს გამართული კონცერტები და თავისი მუსიკალური მიღწევებისათვის რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული. გარდა ამისა, ჰაიდრიხი არის ბერლინის ხელოვნების აკადემიის პროფესორი ვიოლონჩელოს დარგში.

ანანო გოკიელი საქართველოში გაიზარდა და პატარაობიდანვე ეზიარა მუსიკას. იგი სწავლობდა გლაზგოში და მუსიკალური დამსახურებისთის მასაც ბევრი პრემია აქვს მიღებული. მაგალითად 2009 წელს პაულა სალომონ ლინდბერგის სიმღერების კონკურსზე მას „საუკეთესო პიანისტის“ წოდება მიენიჭა. 2013 წლიდან ისიც, ჰაიდრიხის მსგავსად, ბერლინის ხელოვნების აკადემიაში მოღვაწეობს.

საქართველო და გერმანია 2017 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0