საქართველოში მეწყრები და ღვარცოფებია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Albina Olisaevaგაწმენდითი სამუშაოები საქართველოს სამხედრო გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში უახლოეს დღეებში ძლერი თოვლია მოსალოდნელია, რამაც მეწყრები და ღვარცოფები შეიძლება გამოიწვიოს

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს მოსახლებას მეწყრებისა და ღვარცოფული ნაკადების გააქტიურების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს მონაცემებით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მოსალოდნელია დიდთოვლობა.

„ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მატებისა და 11 დეკემბერს მოსალოდნელი ნალექების გამო 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მიმდინარე კვირაში ამინდის გაუარესებამ დასავლეთ საქართველოში გამოიწვია წყალდიდობები, ზვავი და მეწყრული პროცესები.

უხვმი ნალექის გამო მდინარე ჭიშურა ნაპირებიდან გადმოვიდა, რომელმაც ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საფეხმავლო გზა გაანადგურა და სოფელი ვანს

გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია
მოწყვიტა. სოფელში ასი ოჯახი ცხოვრობს.

პრობლემები ხულოშიც შეიქმნა. სოფელ რიყეთში ზვავი ჩამოწვა. 

უამინდობის გამო გოდერძის ზამთრის სეზონის გახსნა გადაიდო, რომელიც 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი. სავარაუდოდ, ზამთრის სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება.

ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფლებში თოვლის საფარი 1-1,5 მეტრს აღწევს, გოდერძის უღელტეხილზე კი მან ორ მეტრს გადააჭარბა. 

დიდთოვლობის გამო ხულოში არსებული 50 სკოლიდან 43-ში და 20-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო და, შესაბამისად, აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა. 


ყველა ახალი ამბავი
0