თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. რიკოთის გვირაბის შემოსასველ გზაზე ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა 00:00 საათიდან 07:00 საათამდე იკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება თავად გვირაბს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ხუთი დღის განმავლობაში — 11-დან 15 დეკემბრამდე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. გვირაბის დაკეტვა ავტომატიზებული მართვის სისტემის (SKADA) განახლებას უკავშირდება.
ავტომობილის მძღოლებს შემოსასვლელი გზით სარგებლობა მოუწევთ. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას საბუქსირე მექანიზმები იმორიგევებენ.
რიკოთის გვირაბი რიკოთის უღელტეხილზე მდებარეობს. 1,7 კილომეტრის სიგრძის გვირაბი 1982 წელს აიგო.