რიკოთის გვირაბი ღამის საათებში დაიკეტება

© photo: Sputnik / Alexsander Imedashviliგზები ზამთარში
გზები ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
11-დან 15 დეკემბრამდე ღამის საათებში ავტომობილის მძღოლებს რიკოთის გვირაბის შემოვლა უღელტეხილით მოუწევთ

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ღამის საათებში, რაც ავტომატიზებული მართვის სისტემის  (SKADA) განახლებას უკავშირდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გვირაბი 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ხუთი დღის განმავლობაში — 11-დან 15 დეკემბრამდე დაიკეტება. ავტომობილის მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობა მოუწევთ.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას საბუქსირე მექანიზმები იმორიგევებენ.

რიკოთის გვირაბი რიკოთის უღელტეხილზე მდებარეობს. 1,7 კილომეტრის სიგრძის გვირაბი 1982 წელს აიგო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0