მიხეილ გიორგაძე: „კინო სკოლაში” - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროქტია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკინოგადაღებისას
კინოგადაღებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს პროექტში „კინო სკოლაში“ საქართველოს 217 სკოლა ჩაერთო.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. პროექტის „კინო სკოლაში” გამარჯვებულები საქართველოს კულტურის მინისტრმა დააჯილდოვა.

„ეს პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში კრეატიული და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას,“ — განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi 2) ეთერში.

კინოთეატრი „რუსთაველი - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

მინისტრის თქმით, „კინო სკოლაში” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროქტია.

„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი ორიენტირებულია კინოგანათლების პოპულარიზაციაზე და მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროექტი მეოთხე წელია ხორციელდება და ყოველ სეზონზე კინოცენტრი პროექტის მონაწილეებს სიახლეებს სთავაზობს. თავდაპირველად 2014 წელს პროექტი 40 სკოლას მოიცავდა. წელს პროექტში „კინო სკოლაში“ უკვე 217 სკოლა ჩაერთო.

 

ყველა ახალი ამბავი
0