Hippie – ის, რაც გამორჩეულს გაგხდით

© FB /Hippie„ჰიპი“ - წლის სტარტაპერი
„ჰიპი“ - წლის სტარტაპერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Hippie ორი ახალგაზრდის, ლალი თვალიაშვილისა და დემეტრე მარხვაიძის სტარტაპია. ეს ის ბრენდია, რომელმაც აქსესუარების ფართო არჩევანით და ორწლიანი თავდაუზოგავი შრომით შეძლო სახელის დამკვიდრება ქართულ ბაზრზე.

დემეტრე მარხვაიძე დღეს Sputnik-საქართველოს სტუმარია და ის თავად უამბობს მკითხველს „ჰიპის“ შესახებ.

რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ხელნაკეთი ნივთები?

Hippie  2015 წლის 25 დეკემბერს შეიქმნა და იმ დროიდან მოყოლებული ჩვენ საყვარელ საქმეს ვაკეთებთ. ადრე ხშირად დავდიოდით ხელნაკეთი ნივთების გამოფენებზე და ყოველთვის გვაინტერესებდა ეს სფერო. შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენც შეგვექმნა რაიმე განსხვავებული და ორიგინალური ნაკეთობა, რაც საქართველოში სიახლე იქნებოდა. პირველად ყელსაბამი გავაკეთეთ, რომელშიც მოთავსებული იყო ნამდვილი ყვავილი და სურათი სოციალურ ქსელში განვათავსეთ. გამოხმაურება იმდენად პოზიტიური აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო მეტი და მრავალფეროვანი პროდუქცია შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის.

© FB /Hippie Hippie წლის სტარტაფერია
Hippie წლის სტარტაფერია - Sputnik საქართველო
Hippie წლის სტარტაფერია

მუშაობის პროცესი რთულია?

მუშაობის პროცესი სახალისო, თუმცა, საკმაოდ დატვირთულია. ფუნქციები  განაწილებული არ გვაქვს და თითქმის ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, გარდა Facebook-გვერდის ადმინსტრირებისა, რომელსაც სრულად ლალი მართავს. ძირითადად ყველაფერს ჩვენ ორნი ვაკეთებთ, თუმცა ხანდახან, როცა ძალიან ბევრი საქმეა და ფიზიკურად ვერ  ვასწრებთ, მეგობრები გვეხმარებიან ხოლმე.

© FB /Hippie უოლტ დისნეის ერთი თემატური ჩანთა ნამდვილად ეკუთვნის
უოლტ  დისნეის ერთი თემატური ჩანთა ნამდვილად ეკუთვნის - Sputnik საქართველო
უოლტ დისნეის ერთი თემატური ჩანთა ნამდვილად ეკუთვნის

სახელი „ჰიპი“ რატომ შეურჩიეთ თქვენს ბრენდს?

როდესაც ვფიქრობდით, რა სახელი შეგვერჩია ჩვენი ნივთებისთვის, გადაწყვეტილი გვქონდა არჩევანი ისეთ სახელზე შეგვეჩერებინა, რომელიც ასოცირებული იქნებოდა პოზიტივთან, მრავალფეროვნებასთან, თავისუფლებასა და მშვიდობასთან. ამასთანავე, იგი უნდა ყოფილიყო ადვილად დასამახსოვრებელი და მარტივი წარმოსათქმელი, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ”Hippie" დაგვერქვა. ჰიპური კულტურა 60-70 წლებში ჩამოყალიბდა და მისი ძირითადი მოტივები იყო დედამიწაზე მშვიდობა, თავისუფლება, ფერადოვნება და მეტი სიახლოვე ბუნებასთან.

© FB /Hippieსაფულე „ჰიპისგან“
საფულე „ჰიპისგან“  - Sputnik საქართველო
საფულე „ჰიპისგან“

თავიდან  რაიმე სახის სირთულები შეგხვდათ?

საქმიანობის დასაწყისში ყველაზე რთული იყო მომხმარებლის ნდობის მოპოვება. ზოგადად, ადრე  ქართული პროდუქტის მიმართ დამოკიდებულება უფრო უარყოფითი იყო, თუმცა, ბოლო დროს ეს დამოკიდებულება აშკარად დადებითისკენ იცვლება და თითქმის ყველა მხრიდან  მხარდაჭერა იგრძნობა.

რას სთვაზობთ მომხმარებელს? 

მომხმარებელს ჩვენს მაღაზიაში შეუძლია შეიძინოს ხელით მოხატული ჩანთები, საფულეები, დღიურები, სათვალის ჩასადებები, აგრეთვე  ნამდვილი ყვავილებით და ნატურალური ქვებით დამზადებული სამკაულები და აქსესუარები.

© FB /Hippieჰიპის ფართო არჩევანი: რომელს იჩუქებდით?
ჰიპის ფართო არჩევანი: რომელს იჩუქებდით? - Sputnik საქართველო
ჰიპის ფართო არჩევანი: რომელს იჩუქებდით?

არ გაგიჭირდათ ბაზარზე დამკვიდრება?

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ვცდილობთ ყოველთვის განსხვავებული და ორიგინალური ნივთები შევქმნათ.  ნივთებს ვამზადებთ, როგორც ჩვენი დიზაინით, ისე მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. ეს დამოკიდებულება   საკმაოდ გვეხმარება მომხმარებლის პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნებაში.

თუ გამოარჩევთ რომელიმე ნივთს,  რომელიც  ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს?

ყველაზე პუპულარული ნივთი ჩვენი პროდუქციიდან არის მოხატული ჩანთები, რომელზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება.

© FB /HippieHippie-ს სახლში ჰყავს 7 კატა (ყველა ქუჩიდან აყვანილი) 1 ძაღლი და 2ც უბანში მიკედლებული ცუგო
Hippie-ს სახლში ჰყავს 7 კატა (ყველა ქუჩიდან აყვანილი) 1 ძაღლი და 2ც უბანში მიკედლებული ცუგო - Sputnik საქართველო
Hippie-ს სახლში ჰყავს 7 კატა (ყველა ქუჩიდან აყვანილი) 1 ძაღლი და 2ც უბანში მიკედლებული ცუგო

სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა? 

ჩვენი ნივთების შეძენა შესაძლებელია თბილისში, აღმაშენებლის 146 ნომერში, თუმცა,  ხშირად გვაქვს შეკვეთები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მომხმარებელს ფოსტის მეშვეობით ვაწვდით. აგრეთვე ხშირად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენებში.

თქვენ მონაწილეობა მიიღეთ  „ბიზენს–დაჯილოდოება 2017“-ში…  

ამ პროექტში აქტიურად მიმდინარე წლის დასაწყისიდან ვართ ჩართული. ზოგადად, მსგავსი პროექტები დიდ შანსს იძლევა, როგორც პოპულარიზაციის გაზრდის მხრივ, აგრეთვე ახალი გამოცდილების მიღების მხრივ. შესაბამისად,  დიდი ენთუზიაზმით ვგულშემატკივრობთ ჩვენს სტარტაპს ხმის მიცემის პროცესში.

— უახლოეს მომავლში რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის?

მომავლის გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებთ ჩვენი წარმოების გაფართოებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. ამ ეტაპზე ეს ორი მიზანი გვაქვს დასახული და ვცდილობთ ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად ვაქციოთ იგი.

ნინი რაზმაძე

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0