თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები „გუმათჰეს 2“-ზე ხანძრის შედეგად მდინარე რიონში დაბინძურებული წყლის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძარი „გუმათჰეს 2“-ის ტერიტორიაზე ოთხშაბათ საღამოს ზეთის ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ჰესის ტერიტორიაზე 18 ტონა საწვავი დაიღვარა. ადგილზე მობილიზებული იყო 40 მეხანძრე-მაშველი და შვიდი ერთეული სახანძრო ტექნიკა. ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათში მოხერხდა.
მდინარე რიონზე ხანძრის ადგილიდან „რიონი ჰესის“ კაშხლამდე წყლის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.