თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ჰიდროელექტროსადგურ „გუმათჰესში“, რომელიც ქუთაისიდან 7 კილომეტრში მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა, აუწყეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურში.
პრესცენტრის წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ადგილზე 40-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს და მობილიზებულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. არის ძლიერი დაკვამლიანება.
ამ დროისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია ხანძრის შესახებ არ ვრცელდება.
„გუმათჰესი 2“ — ორიდან ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე რიონზე მდებარეობს. 2007 წლიდან „გუმათჰესი 2“ ეკუთვნის ჩეხურ კომპანია Energo-Pro-ს.
შოთა ნოზაძე