ექსპერტიზის დასკვნა - სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერციის შედეგები
სპეცოპერციის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik.  ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპერტიზის დასკვნით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი მდგრადია და  საცხოვრებლად ვარგისია.

შემთხვევის ადგილი დღეს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მოინახულა. მისი განცხადებით, კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ბენდელიანის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს უკვე ხვალიდან მიეცემა საკუთარ ბინებში დაბრუნების საშუალება. მეორე ნაწილი კი რემონტის დასრულების შემდეგ დაბრუნდება სახლში.

„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს და დასრულებისთანავე მოსახლეობას აქ ცხოვრება შეეძლება, დაახლოებით რვა ბინაა, რომელიც საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს“, — განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

სპეცოპერაციის შედეგები - Sputnik საქართველო
აფეთქებებისა და ხანძრის შედეგები: ექსპერტებმა სახლის მდგომარეობა შეაფასეს

ამასთან, სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ავტომობილები მეპატრონეებს დღეს დაუბრუნდათ. მათ ექსპერტიზა ჩაურადათ. კომპენსაციების დათვლას მერიის სამსახურები მომავალი კვირიდან შეუდგებიან.

სპეცოპერაციის დროს საერთო ჯამში კორპუსის პირველი სამი სართულის რვა ბინა დაზიანდა. როგორც ცნობილი გახდა, ბინებს თბილისის კეთილმოწყობის სამსახური გაარემონტებს, რისთვისაც დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21 ნოემბერს, ღამით კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო რამდენიმე დაშავდა.


ყველა ახალი ამბავი
0