თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© FB / Tbilisi City Hallსაახალწლო განათება
საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება – სადღესასწაულო განათებაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik.  თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა 24:00 საათიდან 07:00 საათამდე შეიზღუდება, ნათქვამია მერიის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისი საახალწლოდ ემზადება - Sputnik საქართველო
თბილისი ახალ წელს ოქროს ფერებში შეხვდება

დედაქალაქის საახალწლო გაფორმება 6 ნოემბერს დაიწყო. პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

2016 წელს საახალწლო განათებებზე 1,2 მლნ ლარი დაიხარჯა. თუმცა, თბილისელების უმეტესობა უკმაყოფილო იყო ქალაქის გაფორმებით და მერიას უგემოვნებობაში ადანაშაულებდა.

წელს  საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე თბილისის მერიამ 3 მლნ ლარი გამოყო. ახალი ილუმინაცია, რომელიც თბილისის ცენტრალურ ქუჩებს გაალამაზებს, იტალიიდან ჩამოიტანეს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე – რუსთაველზე, უკვე დამონტაჟდა პეპელას ფორმის 32 კონსტრუქცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0