თბილისი ახალ წელს ოქროს ფერებში შეხვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი საახალწლოდ ემზადება
თბილისი საახალწლოდ ემზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია 3 მილიონ ლარს დახარჯავს, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე — რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე საახალწლო განათების დამონტაჟება გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი″ ახორციელებს. 

ბრიტანელი მომღეარალი კრის რი კონცერტზე „კროკუს სიტი ჰოლში“ - Sputnik საქართველო
კრის რი საახალწლოდ თბილისში კონცერტს გამართავს

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო თბილისის ცენტრში ღამის საათებში მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა. გუშინ უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი – ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე და კოსტავას გამზირი – თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო „რუსთაველამდე".

შეზღუდვები ღამის 12-დან დილის 7 საათამდე მომდევნო 4 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

„საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც, ვფიქრობ, ძალიან ლამაზი იქნება“, — განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ.
ჯღარკავამ დაამატა, რომ ის ილუმინაციები, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ უბნებში იყო დამონტაჟებული, თბილისის სხვადასხვა რაიონებში გადანაწილდება.

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.  

ხატია გიგოლაშვილი


ყველა ახალი ამბავი
0