თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს ქალაქ ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა, რომლებიც შპს „დემირიოლ სერვიზში“ მუშაობდნენ, მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხაზიდან ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4–დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.