თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ახალგაზრდა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ მოქალაქეს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი — დანა.
მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
შოთა ნოზაძე