უკანასკნელ გზაზე: თბილისში დაღუპულ მოზარდს გამოეთხოვნენ

© REUTERS / David Mdzinarishviliანთებული სანთელი მონაზვნის ხელში
ანთებული სანთელი მონაზვნის ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლიანი გარჩევის შედეგად თბილისში ორი მოზარდი დაიღუპა, მკვლელობაში მათი თანატოლები არიან ბრალდებულნი.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 16 წლის ლევან დადუნაშვილი დაკრძალეს, რომელიც სისხლიანი გარჩევისას დაიღუპა.

თბილისის ცენტრში 1 დეკემბერს მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა. დადუნაშვილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები დანით მიაყენეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ლევან დადუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ანტონ მარტყოფელის ტაძარში გაიმართა. მისი ახლობლების გარდა, მოზარდს უკანასკნელ გზაზე გამოეთხოვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
მოსწავლეთა შორის სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულებს კიდევ ორი დაემატა

სისხლიანი გარჩევის შედეგად ასევე დაიღუპა 16 წლის დავით სალარიძე. ის მეორე დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებული სამი დღე მიმალვაში იმყოფებოდა და ორშაბათს პოლიციას ჩაბარდა.

ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი სასამართლო მოსმენა 2018 წლის 9 იანვარს გაიმართება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა“, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0