მოსწავლეთა შორის სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულებს კიდევ ორი დაემატა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე ინფორმაციის დამალვაში ბრალდებულთა შორის არიან მამა და მისი ვაჟი.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში სისხლიანი გარჩევის საქმის ფარგლებში დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების რაოდენობა სამიდან ხუთამდე გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინციდენტი პარასკევს, შუადღეს ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მახლობლად მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდი — ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებული არიან და სასამართლომ მათ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაფარეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული — განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ისინი აქტიური ქმედებებით შეეცადნენ დანაშაულის კვალის დაფარვას, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გადამალვასა და განადგურებას, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას", — აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავეს, ხოლო ორის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ერთი 17 წლისაა და კანონი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მის დაკავებას არ ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა.

დანაშაულის დაფარვა კანონმდებლობით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ბრალდებულ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება", — ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0