თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 6-9 დეკემბერს გაიმართება ფორუმი „საქმიანი მისია საქართველოში", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი ბიზნესმენები, აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
მისიის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, რუსი ბიზნესმენების მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან, ასევე საქმიანი შეხვედრები საქართველოს დამსაქმებელთა კავშირში, ენერგეტიკის სამინისტროში, თბილისის მერიის კეთილმოწყობის დეპარტამენტსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების სააგენტოში.
ფორუმზე რუსულ მხარეს წარმოადგენენ კომპანიები: Оптикэнерго, ЭМ-КАБЕЛЬ, Эм-Пласт, СПбЭК ქალაქებიდან – სარანსკი, სარატოვი, სანქტ-პეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.
პროექტის ორგანიზატორია ЭкспоГео (ნოვოსიბირსკი) Universe Business Group-თან (თბილისი) და Travel Explore & Consulting Company-სთან (თბილისი) პარტნიორობით.
ღონისძიების ჩატარების მიზანია საქმიანი კავშირების დამყარება მეწარმეებსა და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის საექსპორტო მიწოდებების განსახორციელებლად.
ძირითადი მიმართულებებია: ენერგეტიკა, ენერგომომარაგება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, მცირე ენერგეტიკა, სითბური და ენერგომომარაგების ავტონომიური წყაროები, წყლის გაწმენდა, ქალაქის ინფრასტრუქტურა და სხვა.
პროგრამაშია შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებთან.
საქართველო და რუსეთი აქტიურად ვაჭრობენ — 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა და 929,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10,9%-ს შეადგენს.