ქართველმა და რუმინელმა მაღალჩინოსნებმა სამხედრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი რუმინელ კოლეგებთან ერთად შავი ზღვის რეგიონის უშიშროების განმტკიცება იქნება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შავი ზღვის რეგიონის უშიშროების განმტკიცების საკითხებზე იმსჯელეს რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკასთან შეხვედრისას, რომელიც საქართველოს ვიზიტით ეწვია, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ლევან იზორია და ფლორანს პარლი - Sputnik საქართველო
საფრანგეთი 2018 წლიდან ქართველ ოფიცრებს საჰაერო თავდაცვას შეასწავლის

რუმინელ ჩინოვნიკს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო შავი ზღვის რეგიონის უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში რუმინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი შავი ზღვის რეგიონის უშიშროების განმტკიცება და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება", — განაცხადა იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უწყების პრეს-ცენტრის ცნობით, რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ოფიციალური დახვედრის შემდეგ რუმინელმა გენერალმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.


შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0