Flydubai ზაფხულის სეზონზე დუბაისა და ქუთაისს დააკავშირებს

გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამი თვის განმავლობაში მისაღებ ფასში ფრენის საშუალება ექნებათ.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საბიუჯეტო ავიაკომპანია Flydubai დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს მომავალი წლის ივნისში დაიწყებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ავიაკომპანია ზაფხულის სეზონის განმავლობაში, 14 ივნისიდან 22 სექტემბრამდე პერიოდში ფრენებს Boing-737-ით კვირაში სამჯერ განახორციელებს.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
ვიზრდებით და ვფართოვდებით: საქართველოს წლის დასაწყისიდან 6 მლნ-მდე ვიზიტორი ეწვია

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნამ განაპირობა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Flydubai ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და სტაბილურად ოპერირებს საჰაერო ხაზზე დუბაი-თბილისი-დუბაი. თბილისისა და ბათუმის შემდეგ ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც Flydubai იფრენს.

ქართულ ავიაბაზარზე სულ 33 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენენ მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტებით 2016 წელს 2,84 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე 26%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0