თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2017 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველოს 6 954 932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 18,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ბრიფინგზე.
„11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3 243 963 შეადგინა, რაც 27,6%-ით მეტია 2016 წლის იანვარი–ნოემბრის მაჩვენებელზე", — აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 799 989 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33,2%-ით მეტია.
2017 წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10,9%), სომხეთიდან (+14,9%), რუსეთიდან (+33,4%), თურქეთიდან (-3,2%) და ირანიდან (+121,1%) განხორციელდა.
„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარი—ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო (+39,7%), ავსტრია (+35,6%), ნიდერლანდები (+32,7%), ესპანეთი (+30,5%), საფრანგეთი (+29,7%) და გერმანია (+27,4%)", — განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა იორდანიიდან (+327,2%), საუდის არაბეთიდან (+165,7%), კუვეიტიდან (+152,4%), ირანიდან (+121,1%), ინდოეთიდან (+66,6%), უზბეკეთიდან (+57,9%), ჩინეთიდან (+53,2%) და აშშ-დან (+24,2%).
რაც შეეხება ნოემბრის სტატისტიკას, ამ თვეში საქართველოს 524 108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 14,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ნოემბრის მაჩვენებლებით, იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 201 056 შეადგინა, რაც 21,8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
2017 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+7,2%), აზერბაიჯანიდან (+11,2%), თურქეთიდან (+6,8%), რუსეთიდან (+35,2%) და ირანიდან (+92,5%) განხორციელდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან სამოგზაუროდ საქართველოზე არჩევანი შეაჩერეს გაერთიანებული სამეფოს (+34,5%), საფრანგეთისა (+18,3%) და იტალიის (+14,8%) მოქალაქეებმა. განსაკუთრებული ზრდა კი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+92,5%), ისრაელი (+42,3%), ბელარუსი (+41,5%), ინდოეთი (+40,6%), რუსეთი (+35,2%), აშშ (+19,3%).
2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი შეადგენს 1,1 მილიარდ (1 093 280 615) აშშ დოლარს, რაც 225 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +26%). ამ პერიოდში ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6,7% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით მეტია.