თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ჩხუბი ერევნის ცენტრში, კლუბ „მოსკოვთან“ ახლოს მოხდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„პოლიციის თანამშრომლებმა თუმანიანის ქუჩაზე განყოფილებაში გადაიყვანეს რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. ადგილი ჰქონდა ჩხუბს“, — განაცხადეს პოლიციაში.
პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ერევნის ოთხი მცხოვრები და საქართველოს სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი – ქალი.
პოლიციაში გადაყვანილმა სომხეთის მოქალაქეებმა მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.