ქართული საარქივო კინოფირები ახალ ცხოვრებას შეიძენს

გამოწერა
არქივში შენახული კინოფირები XX საუკუნის ბოლო წლების ისტორიის შესახებ, ძირითადად, სავალალო მდგომარეობაშია.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქართული დოკუმენტური სტუდიის არქივის „მემატიანის" ძველი კინოფირების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ციფრულ ფორმატში გადასატანად დაიწყო მასშტაბური პროექტი „საქართველოს მატიანე".

პროექტის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, წლის ბოლომდე ხუთი ათასამდე ერთეულის ხარისხის გაუმჯობესებაა დაგეგმილი. ფირების ციფრულ ფორმატში გადატანა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე განხორციელდება.

კინოთეატრი „რუსთაველი - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

„პროექტს საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა, როდესაც კულტურის მინისტრი, კინოცენტრისა და არქივის დირექტორები მასმედიასთან ერთად დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს" ეწვივნენ. სტუდიაში დაცული უნიკალური დოკუმენტური მასალა — ფირების 25 000 კოლოფი, რაც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიას ასახავს, ბოლო ათწლეულებია განადგურების პირას იყო მისული", — ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

როგორც ცენტრი იუწყება, შემოწმებული მასალები უკვე გადატანილია და ინახება კინოსტუდია „ქართული ფილმის" საგანგებოდ ახლადგარემონტებულ სივრცეში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და კინოსტუდიების „მემატიანისა" და „ქართული ფილმის" ორგანიზებით.

აღნიშნული სამუშაოები კინოცენტრის მიერ მივლენილი დამოუკიდებელი ექსპერტების ზედამხედველობით ხორციელდება. ექსპერტთა კომისიაში არიან კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ხელოვნების სასახლის დირექტორი გენო კალანდია, კინოცენტრის წარმომადგენელი ნინო ძაძანავა და ექსპერტი ვერა ნიკოლაძე.

ყველა ახალი ამბავი
0