კახა კალაძე: უფასო სასადილოების დაფინანსება არ შეიცვლება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliუფასო სადილი „კათარზისში“
უფასო სადილი „კათარზისში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ დღეში ერთი ბენეფიციარისთვის უფასო სასადილოში 1 ლარი და 18 თეთრია გათვალისწინებული

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2018 წლის ბიუჯეტში უფასო სასადილოების დაფინანსების კუთხით ცვლილებები არ იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ″ დღეს თბილისის მერს მოუწოდა, გაზარდოს უფასო სასადილოების დაფინანსება და ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერები შეაჩეროს.  ტენდერის მიხედვით, ერთი ბენეფიციარისთვის 1 ლარი და 18 თეთრია გათვალისწინებული. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ნაძალადევის უფასო სასადილოებში ახალ, გაუმჯობესებულ მენიუს შემოიღებენ

„ის თანხები, რაც ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო უფასო სასადილოებისთვის, უცვლელად დარჩება. თუმცა სამომავლოდ თუ რაიმე ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თანხები მიემართება ამ მიმართულებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და მძიმეა მათი სოციალური მდგომარეობა, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, — განმარტა კალაძემ. 

თბილისის 10 რაიონში დღეს 63 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, მათი მომსახურებით 40 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.

უფასო სასადილოების ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები არიან, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ზე ნაკლებია. 


ხატია გიგოლაშვილი


ყველა ახალი ამბავი
0