ნაძალადევის უფასო სასადილოებში ახალ, გაუმჯობესებულ მენიუს შემოიღებენ

გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისთვის“ და „ქართულმა მისიამ“, როდესაც გაიგეს ნაძალადევის ბენეფიციართა პრობლემების თაობაზე, საპროტესტო აქცია გამართეს ახალი მენიუს შემოღები მოთხოვნით და ასევე შეხვდნენ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ზაზა გაბუნიას.

თბილისის, 13 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო შესყიდვების საარბიტრაჟო საბჭომ „ილი გრუპთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც 15 ივლისიდან ნაძალადევის რაიონის უფასო სასადილოებში ახალი და გაუმჯობესებული მენიუ შევა. 

კვების ახალი მენიუ ქალაქის მერიამ 2015 წლის 1 იანვარს დაადგინა მთელი ქალაქის მასშტაბით. ნაძალადევის რაიონში გაუმჯობესებული კვების მომსახურებაზე ჩატარებულ ტენდერში კომპანია „ელფიმაც“ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც კონკურსი წააგო და შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ასაჩივრებდა ტენდერის შედეგებს. გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო სოციალურად დაუცველი პირები კვლავ ძველი მენიუთი იკვებებოდნენ

„2015 წლის 8 ივლისს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის საარბიტრაჟო საბჭომ დიდი ხნის ნანატრი დადგენილება მიიღო. მან თითქმის შვიდთვიანი დავა გადაჭრა, რომელიც ნაძალადევის რაიონში შპს „ელფის“ უსაფუძვლო პრეტენზიების გამო წარმოიშვა და რომლის გამოც რაიონის უფასო სასადილოების თითქმის 6 ათასი ბენეფიციარი მთელი ამ ხნის მანძილზე იძულებული იყო ძველი მენიუთი გამოკვებილიყვნენ. თბილისის სხვა რაიონების უფასო სასადილოები 2015 წლის 1 იანვრიდან უკვე კვებავდნენ ბენეფიციარებს ახალი მენიუთი“, — განუცხადეს „სპუტნიკი. საქართველოს“ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ოფისში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისთვის“ და „ქართულმა მისიამ“, როდესაც გაიგეს ნაძალადევის ბენეფიციართა პრობლემების თაობაზე, საპროტესტო აქცია გამართეს ახალი მენიუს შემოღები მოთხოვნით და ასევე შეხვდნენ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ზაზა გაბუნიას.    

საზოგადოებრივ ორგანიზაციათა აქტიურობის შედეგად, 15 ივლისიდან ნაძალადევის რაიონის ბენეფიციარები ახალ, გაუმჯობესებულ მენიუს მიიღებენ, რომელშიც ხორცპროდუქტები და ბოსტნეულიც შევა. ასევე გათვალისწინებული იქნება ახალშობილთა და დიაბეტით დაავადებულთა კვებაც. 

ტენდერის გამოცხადებამდე უფასო სასადილოებს ნაძალადევის რაიონში კომპანია „ილი გრუპი“ ემსახურებოდა. 

ამ დროისათვის ნაძალადევის რაიონში 9 სასადილო ფუნქციონირებს. თითოეულში დაახლოებით 700 ადამიანი იკვებება უფასო სადილით. 


ყველა ახალი ამბავი
0