ფეხბურთში საქართველოს თასის მფლობელი ცნობილია

© FB / FC Chikhura Sachkhere„ჩიხურა“ საქართველოს ფეხბურთის თასის მფლობელია
„ჩიხურა“ საქართველოს ფეხბურთის თასის მფლობელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩხერის კლუბმა ევროპის ლიგის ტურნირზე საქართველოს წარდგენის უფლება მოიპოვა

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საჩხერის „ჩიხურამ“ საქართველოს თასის ფინალში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო და ისტორიაში პირველად დავით ყიფიანის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში უფრო ზუსტები „ჩიხურას“ ფეხბურთელები აღმოჩნდნენ — 4:3. აღსანიშნავია გამარჯვებული გუნდის მეკარის, დინო ჰამზიჩის თამაში, რომელმაც ორი ბურთის მოგერიება შეძლო.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს თასის გამარჯვება ნიშნავს, რომ „ჩიხურამ“ მომდევნო სეზონის უეფას ევროპის ლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გუნდი ტურნირში გამოსვლას საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს.

„რაც შეეხება თასის ფინალს, ვფიქრობ, რომ მოტივირებულები ჩვენ უფრო ვიყავით. ჩანს, ქუთაისელებმა დიდი ძალა და ემოცია შეალიეს საჩემპიონო მატჩს თბილისის „დინამოსთან". მადლობელი ვარ ჩვენი ფეხბურთელების, რადგან დღევანდელ შეხვედრაში მათ ყველაფერი გააკეთეს წარმატებისათვის და ეს გამარჯვება თითოეული ჩვენთაგანის დამსახურებაა. ამასთან, რასაკვირელია ჩვენმა მეკარემ დინო ჰამზიჩმა დიდი როლი ითამაშა „ჩიხურას" გამარჯვებაში მის მიერ მოგერიებული ორი პენალტით“, — მატჩის შემდეგ განაცხადა „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ.

საქართველოს თასის ფინალის შემდეგ გამოვლინდა ოთხივე გუნდი, რომლებიც მომდევნო სეზონზე ქვეყანას ევროთასებში წარადგენენ. უეფას ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს ქუთაისის „ტორპედო“, უეფას ევროპის ლიგაში — „ჩიხურა“, თბილისის „დინამო“ და „სამტრედია“.


ყველა ახალი ამბავი
0