თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში 17 წლის დაჭრილი ბიჭი ქალაქის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი მოზარდი კლინიკაში დაახლოებით ღამის 2 საათზე მიიყვანეს.
„როცა სასწრაფომ მოზარდი შემოიყვანა, უკვე გვამი იყო. მეტ დეტალს ვერაფერს გეტყვით“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გოგინავამ.
მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.