ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა

© REUTERS / David Mdzinarishviliანთებული სანთელი მონაზვნის ხელში
ანთებული სანთელი მონაზვნის ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრილ მოზარდს სამი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. პარასკევს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილი მოზარდი გარდაიცვალა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირეით შსს-ში მიმდნარეობს გამოძიება. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, მეორე კი იძებნება.

„სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე გადაკვალიფიცირებულია და მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი სავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოსწავლეს სამი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ყველა ახალი ამბავი
0