მამაკაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა

© FB / Tbilisi City Court Officialთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ცოლის დაჭრის შემდეგ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონფლიქტი ყოფილ მეუღლეებს შორის ხუთშაბათს მოხდა. მამაკაცი ყოფილ ცოლს 80 000 დოლარს სთხოვდა, რომელიც მან ბინის გაყიდვით მიიღო. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცოლოს ესროლა, დაჭრა ის ტუჩში, შემდეგ კი იქვე მყოფი სამართალდამცველების მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

„ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბ.ბ-ს მიმართ გამოიყენა უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
მიმართეთ პოლიციას - შსს-ს რჩევები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

წინასწარი სასამართლო  მოსმენა 2018 წლის 24 იანვარს არის ჩანიშნული.

პატრულ-ინსპექტორის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად ბოროტმოქმედი მუცელში დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად, ბრალდებული და მისი ყოფილი მეუღლე საავადმყოფოდან გაწერეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით „ოჯახური ძალადობა, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა“ და „პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“, რაც თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ვადით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0