გურჯაანში 16 წლის გოგონა გაზით გაიგუდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, აბაზანაში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის გოგონა გაიგუდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

Включенная конфорка на газовой плите - Sputnik საქართველო
საგანგაშო სტატისტიკა: ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო თბილისში 82 ადამიანი დაიღუპა

მე-10 კლასელი გოგო სოფელ კარდენახში ბებიასთან იმყოფებოდა, როცა აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

მოზარდი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ კოლაგში უკვე გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

ყველა ახალი ამბავი
0