თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ფოთში პალიასტომის ტბის მიმდებარე ტეროტორიაზე ხანძარია, — იტყობინება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
ცეცხლი ტბის გარშემო მინდვრებში ბალახს კვარას შებინდებისას გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ხანძარს სამაშველო ბრიგადები ებრძვიან.
ფოთის ვიცე-მერის მამუკა პაპასკირის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ხანძარმოდებულ მინდვრებს დასახლებული ადგილებიდან წყლის არხები ჰყოფს.
ვიცე-მერის ვარაუდით, ხანძარი სავარაუდოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ გააჩინა, რომელიც ამ გზით ანადგურებს სარეველებს და მიწას ანოყიერებს.
ჯემალ ღამბაშიძე