თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ხულოს მუნიცეპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ტუნაძეებში სკოლა და ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
აჭარის საზმაუს პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის კერა ცხოველის სადგომი იყო, საიდანაც ხანძარი სახლებსა და სკოლაზე გავრცელდა.
ადგილზე სახანძო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისათვის ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულთა შესახებ არ არის.