ფოთის მერიის ჩინოვნიკი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalevდაკავება. არქივის ფოტო
დაკავება. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული უცხოელ მოქალაქეს მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებული მომსახურების სანაცვლოდ 24 ათას ლარს სძალავდა

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს, ნათქვამია სუს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
ქვემო ქართლში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები ქრთამის აღებაში ამხილეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10% — 24 000 ლარი, ხოლო თანხის ნაწილი — 8000 ლარი წინასწარ მოითხოვა. 

„2017 წლის 1 დეკემბერს, გიორგი ნ-მ  მოქალაქისგან აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი 8000 ლარი, რა დროსაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლით („დიდი ოდენობით ქრთამის აღება“), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0